დღეს არაერთ საინტერესო მასალას გავეცანი: პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტის გამოყენება, ბლოგზე მუშაობა, გვერდების დამატება, სხვადასხვა დამატებითი პროგრამის შეტანა ბლოგზე.შევძელი ცვლილებების შეტანა ჩემს ბლოგზე, შევარჩიე დიზაინი, ასევე ვისწავლე ბლოგის ვიზუალური გაფორმება-თემის შეცვლა.
შევძელი ჩემი ბლოგის მონახვა , განახლება და რეფლექსიის გამოქვეყნება.
კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, პროდუქტიული და დატვირთული იყო.
ტრენინგის მეორე დღე
ინტელის ტრენინგის მეორე
დღეს გავაკეთეთ წინა სატრენინგო დღის რეფლექსია.განვიხილეთ პროექტ-გაკვეთილების ფორმირების ერთ-ერთი საფეხური ,რაც ძალიან საინტერესო იყო. მოვისმინე საკმაოდ საინტერესო საპროექტო იდეები, გავეცანი გამოცემის ჩეკლისტს, რომელიც დაგვეხმარება პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე
საზოგადოების (მშობლების, მოსწავლეების... )ინფორმირებისათვის.
შემდეგ გავეცანით ბროშურებისა და გაზეთების შაბლონებს, როგორც Word-ში, ასევე Intel- ის სახელმძღვანელოში. ვიმუშავე ბროშურის მომზადებაზე. ვისწავლე, როგორ უნდა შევქმნა შაბლონი word documet-ის გამოყენებით , როგორ უნდა შევარჩიო სასურველი თემები,გვასწავლა როგორ უნდა დავამზადო
ბუკლეტები Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყე ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიე პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვი.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად. ტრენინგის მონაწილეებმა გავაკეთეთ რეფლექსია .
ტრენინგის მესამე დღე
მეორე მოდულზე გადასვლის შემდეგ პროექტის ეფექტურად დაგეგმვისთვის, გადავხედეთ ჩვენ საგნობივ სტანდარტებს და განვსაზღვრეთ, საგნის სტანდარტის რომელი შედეგის/ინდიკატორის მიღწევა და შეფასება გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში, პარალელურად გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტი რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო დონის უნარ-ჩვევების განვითარებას.
შემდეგტრენერმა ისაუბრა მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ და სიღრმისეულად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. გავერკვიე, როგორ უნდა ჩამოვაყალიბო მიმართულების მიმცემი შეკითვები პროექტისთვის და ჩავწერე პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
ტრენინგის მე-4 დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღეს გავკეთეთ ბუკლეტების
პრეზენტაცია.ვისწავლე, როგორ უნდა ავტვირთო
დისკზე და ბლოგზე
ბუკლეტი. წავიკითხეთ ,პქოექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასება. გავეცანით ,შეფასების ხუთ სტრატეგიას. ვისაუბრეთ მოსწავლეთა საჭიროებების შესახებ. განვიხილეთ ,პროექტის დროში გაწერილი გეგმა და მოვარგეთ ჩვენს
პროექტს.
განვიხილეთ , საპროექტო გეგმის შეფასების სისტემა , როგორც განმავითარებელი ასევე განმსაზღვრელი , პროექტის სხვადასხვა ეტაპზე: პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და მუშაობის დასრულების შემდეგ.
შევიმუშავე ჩემი პროექტის შეფასების კრიტერიუმები აღნიშნულ საფეხურებზე.
ტრენინგის მე-5 დღე
გავეცანით, თუროგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები მუშაობის პროცესში.ასევე გამოქვეყნებული მასალების ჩამონათვალში ტექსტის, ფოტო და ვიდეომასალის მისამართის ჩაწერა. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის დაგეგმვასა და მომზადებაზე,გავიხსენეთ მიზანზე და სტანდარტზე ორიენტირებული სასწავლო აქტივობებისდაგეგმვა. შემდეგ ავტვირთეთ ბლოგზე. დღეს მიღებულ ცოდნას ნაყოფიერად გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგის მე-6 დღეს ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია მოსწავლეებთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ გაზეთზე მუშაობა, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი .ინტერნეტში მოვიძიეთ შესაბამისი სურათები , ინფორმაცია და გაზეთში ჩავსვით.ვიმუშავე ასვე პროექტის მიზნებზე და სასწავლო პროცედურებზე.ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა გაზეთი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად. როგორც ყოველთვის დღე იყო საკმაოდ დატვირთული და საინტერესო.

ტრენინგის მე-7 დღე
ტრენერმა შეაჯამა წინა სატრენინგო დღის მასალა და შემდეგ მიმოხილვა გააკეთა მოდული -5-ის მოსწავლეთა პროექტების შეფასების შესახებ. კერძოდ, ისაუბრა შეფასების ხუთ სტრატეგიაზე . სწავლების სტრატეგიები უზრუნველყოფენ მოსწავლეების ჩართულობას სასწავლო პროცესში ეხმარება მათ წარმატების მიღწევასა და კარგ სწავლაში. ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე . შევავსეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები.
ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი. სრულყოფილად აგვათვისებინა დღევანდელი დღის მასალა.
ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მერვე დღეს ტრენერმა ისაუბრა დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე ,როგორ უნდა გაუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.გადავხედეთ რესურსების ჩანართს. თემიდან გამომდინარე ვიმუშავეთ კონკრეტული რესურსის შექმნაზე, რომელიც გათვალისწინებულია მოსწავლეთა საჭიროებებზე სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო პროექტის გეგმაში.,შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები.
მინდა ავღნიშნო ,ტრენერის ქ-ნ რუსუდანის ესოდენ თბილი და მზრუნველი დამოკიდებულება მასწავლებლების მიმართ. მადლობა მას გაწეული შრომისთვის ! ყოველი შეხვედრა საყურადღებო და დასამახსოვრებელია.
ტრენინგის მე-9 დღე 10/08/ 2018წ
დღეს დავასრულეთ პორტფოლიოზე მუშაობა . ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე . ყველამ წარმოვადგინეთ პრეზენტაციები. კავუკეთეთ ერთმანეთს უკუკავშირი.
ტრენინგი იყო ძალინ საინტერესი და ბევრისმომცემი. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ რუსუდანს!
ინტელის ტრენინგის შემაჯამებელი რეფლექსია
23 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გავიარე ტრენინგი პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.ტრენინგი 9-დღის განმავლობაში მიმდინარეობდა . ყოველი დღე იყო-საკმაოდ დატვირთული, აქტუალური და სიახლეებით სავსე .
ვისწავლე:

·
როგორ შემერჩია თემა ;
·
პუბლიკაციის დამზადება;
·
21 - ე საუკუნის უნარ-ჩვევები
·
მიმართულების მიმცემი კითხვების
დასმა;
·
მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება;
·
საავტორო უფლებებისა და
ბიბლიოგრაფიის დაცვის აუცილებლობა;
·
პრეზენტაცია
·
მოსწავლეთა ნიმუშების დამზადება;
·
შეფასებების რუბრიკების შექმნა;
·
ინტელექტის დონეები;
პროექტის პრეზენტაცია.
ტრენინგი intel-პროექტებით
სწავლებამ მომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა , დამეხმარება სხვადსახვა ტიპის პროექტების მომზადებასა და საწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
No comments:
Post a Comment